spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – დარწმუნებული ვარ, ის სუსტი წერტილები, რაც ივანიშვილის ქონების მიმალვის სქემებს აქვს, კიდევ უფრო მალე იქნება გამოაშკარავებული

დარწმუნებული ვარ, რომ ის სუსტი წერტილები, რაც ივანიშვილის ქონების მიმალვის სქემებს აქვს, კიდევ უფრო მალე იქნება გამოაშკარავებული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილისთვის დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირება, არის ძალიან მტკივნეული ნაბიჯი.

“დიდი ბრიტანეთის მიერ ივანიშვილის სანქცირება დაკავშირებულია მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი ქონების სანქცირებასთან. მისთვის, ეს არის ძალიან მტკივნეული ნაბიჯი.

მე მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება მიყვანილი. დარწმუნებული ვარ, რომ ის სუსტი წერტილები, რაც ივანიშვილის ქონების მიმალვის სქემებს აქვს, კიდევ უფრო მალე იქნება გამოაშკარავებული და ზუსტად იქ მოხდება დასავლეთის მხრიდან ინტერვენცია”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები