spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ის მთავარი მიზეზი, თუ რის გამოა ეს არჩევნები მოპარული

დღეს ჩვენ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე ვიხილეთ საქართველოს ღალატის მორიგი ფაქტი, სადაც მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა რუკა, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არიან საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი, სწორედ ამის ლეგიტიმაციას ცდილობს დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ 343-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულია შემდეგი ჩანაწერი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

“26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უკვე ეჭვი აღარ არსებობს. საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება უკვე ნათლად წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რომელიც ეხება და ადასტურებს ამ არჩევნების მოპარვას, თუმცა დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ ის მთავარი მიზეზი, თუ რის გამოა ეს არჩევნები მოპარული. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების კეთილდღეობისთვის მოპარული.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე ვიხილეთ საქართველოს ღალატის მორიგი ფაქტი, სადაც მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა რუკა, სადაც აფხაზეთი და ჩვენი მშობლიური და უმნიშვნელოვანესი სამაჩაბლო არ არიან საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი, სწორედ ამის ლეგიტიმაციას ცდილობს დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც თავს უკრავდა ლავროვს, თავს უკრავდა სიმონიანს იმ განცხადებებზე, სადაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიჩნეულია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. თუ არ ესმით და ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გაიხსენონ რა არის საქართველოს რუკა და ამასთანავე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ 343-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულია შემდეგი ჩანაწერი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ვინ მისცა პაპუაშვილს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გადახედვის შესაძლებლობა.

ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც დავდევთ ყველა იმ რუსს, ოკუპანტს, რომელიც ცდილობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შებღალვას და ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც ამ ნაბიჯს დგამს და ბედავს იმ ისტორიის რევიზირებას, რაც ამ ქვეყანამ გაუარა, მე მგონი აღარავის უჩნდება კითხვა რატომ უნდა მოვიდეს დღეს რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათზე. დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები