spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში ჩაახშონ ოპოზიციური ხმა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში ჩაახშონ ოპოზიციური ხმა, მაგრამ ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ პარტია არის იდეა და თუ კი პარტია არის პროდასავლური, ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს იდეა, ამას ვერ აკრძალავენ და ფორმალურად საჯარო რეესტრი ვის გაუუქმებს რეგისტრაციას, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

“საქმე არის ძალიან მარტივად. ბიუროზე რას გაიტანენ აზრი არ აქვს, ნებისმიერ საკითხს გაიტანენ და მიიღებენ, ერთპარტიული პარლამენტია და ისეთი ცირკია ამ ყველაფრის ყურება, უმრავლესობის წევრები რომ გამოდიან და ასრულებენ ვითომ ოპოზიციონერების როლს. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა არ იქნება მოულოდნელი.

რაც შეეხება “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას, ხაზგასმულია, რომ სხვა პარტიებიც შეიძლება აიკრძალოს. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში ჩაახშონ ოპოზიციური ხმა, მაგრამ ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ პარტია არ არის მხოლოდ სახელწოდება და ნომერი, პარტია არის იდეა და თუ კი პარტია არის პროდასავლური, ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს იდეა, ამას ვერ აკრძალავენ და ფორმალურად საჯარო რეესტრი ვის გაუუქმებს რეგისტრაციას, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები