ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დასავლეთს საქართველოს მიმართ აქვს განსაკუთრებული ინტერესი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პროტესტს აქვს აღმავალი ხასიათი.
“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ პროტესტს აქვს აღმავალი ხასიათი, რომ ის არ შენელებულა, რომ დასავლეთს საქართველოს მიმართ აქვს განსაკუთრებული ინტერესი და ის, რომ ქართულ დემოკრატიულ საზოგადოებას ექნება ისეთი მხარდაჭერა, რასაც ნამდვილად ვიმსახურებთ.
აღმოჩნდა, რომ წვიმასა და ქარში რუსთაველის გამზირზე დგომა და 5 000 ლარიანი ჯარიმები არ არის აზრს მოკლებული”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს გერმანიამ სანქციები დაუწესა.