spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – კავკასიაში რუსეთის ბოლო საყრდენი საქართველო დარჩა ხელისუფლების თვალსაზრისით

საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო არის თავისუფალ ადამიანებზე ძალადობის მთავარი ინსტრუმენტი, ჯოჯოხეთია თავისუფლების, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ინსტრუქტორებად რუსები სხედან.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ეს ქვეყანა ხელით მართვის რეჟიმზე ჰყავთ. მინდობილიც აღარ აქვთ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის რაიმეს კეთება. ინსტრუქციებითაც აღარ იმართება, რუსი ინსტრუქტორიც აქ ზის იმიტომ, რომ ეჭვი მეპარება, დიტო სამხარაძის ჭკუაზე რამე გააკეთონ. მგონია, რომ კავკასიაში რუსეთის ბოლო საყრდენი საქართველო დარჩა ხელისუფლების თვალსაზრისით.

ამ ბოლო რამდენიმე თვეში პოლიციელების რიგები აქტიურად შეივსო არათვითრეალიზებული ახალგაზრდებით. შეავსეს რიგები “ლუზერი” ადამიანებით, რომლებსაც არავითარი განათლება არ აქვთ და მთავარია, რომ “ქართული ოცნების” ბენდენით დადიოდე უბანში. ესაა ერთადერთი  ნიშანი, რომ გეცვას პოლიციელის ფორმა. ამ ქვეყანაში შავნიღბიანების ხელით ამყარებს ტოტალურ დიქტატურას.

საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო არის თავისუფალ ადამიანებზე ძალადობის მთავარი ინსტრუმენტი, ჯოჯოხეთია თავისუფლების. პირველი, რაც უნდა გააკეთო, ისაა, რომ ისე დაშალო, არცერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვეღარ ცნობდეს ერთმანეთს. სამარცხვინო ჩრდილოეთ კორეაა შინაგან საქმეთა სამინისტრო”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები