spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – მე ვერ დავარქმევდი რადიკალურ ნაბიჯს ნებისმიერი სამთავრობო შენობის წინ აქციების ჩატარებას

სილაღით, პრინციპულობით და შეუვალი პატრიოტიზმით აღწევს ქართული საზოგადოება იმ წარმატებას, რასაც ჰქვია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირება, – ის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამთავრობო შენობის წინ აქცია რადიკალურად ვერ ჩაითვლება.

“მე ვიყავი ძალიან ამაყი, რადგან იმ მარშის მონაწილეც ვიყავი, სადაც ვნახეთ ის გრანდიოზული ეროვნული სულის გამოვლინება,  რაც იყო ხორუმის ცეკვა. სწორედ ამ სილაღით, პრინციპულობით და შეუვალი პატრიოტიზმით აღწევს ქართული საზოგადოება იმ წარმატებას, რასაც ჰქვია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირება, ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ ყველაფრის ასახვა.

რაც შეეხება რადიკალურ ნაბიჯებს, მე ვერ დავარქმევდი რადიკალურ ნაბიჯს ნებისმიერი სამთავრობო შენობის წინ აქციების ჩატარებას”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები