მესამედ დამაჯარიმეს უკვე 5 000 ლარით რუსთაველის გამზირზე დგომისთვის, ჩემი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არც კი განიხილავს ამ ჯარიმების გადახდას.
“მესამედ დამაჯარიმეს უკვე 5 000 ლარით რუსთაველის გამზირზე დგომისთვის, ჩემი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ ამ ჯარიმების გადახდას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დრაკონული კანონების ახალი რაღაც მეთოდი, რომელიც ფინანსურ ბლოკადასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე, ადამიანი, რომელიც ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მათ მიერ მიღებული კანონები არის არალეგიტიმური, შესაბამისად, არ ვაპირებ ამ თანხის გადახდას”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი ლევან სანიკიძე თავდაპირველად 12 თებერვალს დააჯარიმეს, შემდეგ 14 თებერვალს და დღეს მესამედ. მას გზის გადაკეტვა ედება ბრალად.