spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე 6 დღით ადრე, კიდევ ერთხელ, გავაგონოთ ჩვენი ხმა, როგორც ივანიშვილს, ისევე ერთმანეთს

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე 6 დღით ადრე, კიდევ ერთხელ, გავაგონოთ ჩვენი ხმა, როგორც ივანიშვილს, ისევე გავაგონოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ვართ ბევრნი და ჩვენ არ დავიღლებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს მთელი მსოფლიო გაიგებს ქართველი ხალხის არჩევანს.

“26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება ისტორიული არჩევნები. ეს იქნება რეფერენდუმი, სადაც მთელი მსოფლიო გაიგებს რა არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომ ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს, ჩვენ არასდროს არ მოვუხდით მტერს ბოდიშს. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე 6 დღით ადრე, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა, როგორც ივანიშვილს, ისევე გავაგონოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ არ დავიღლებით და სულ რაღაც 6 დღეში ვიზეიმებთ ამ ქვეყნის ახალ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღეს თბილისში, 17:00 საათზე მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები