spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში

არჩევნებამდე ზუსტად 2 დღით ადრე, მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ მისია ამ ქვეყნის გარუსების შესახებ არ შესრულდება.

“არჩევნებამდე ზუსტად 2 დღით ადრე, მსგავსი ტიპის რეპრესიები მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილი არის სრულ ისტერიკაში. ჩვენ ვნახეთ გუშინ თავისუფლების მოედანზე მისი მონური მოწოდებები, ამის ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. 26 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადება, სადაც არ არის ადგილი იმ ადამიანების, რომლებიც შიშზე, რეპრესიებზე, ამ ქვეყნის მომავლის წართმევაზე და მტრისთვის ბოდიშის მოხდაზე არიან ორიენტირებული. ნამდვილად არ არის გასაკვირი რასაც აკეთებენ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მათ შორის დაგვიანებულია და მათი მისია ამ ქვეყნის გარუსების შესახებ არ შესრულდება”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

თბილისსა და ქუთაისში სხვადასხვა სახლებსა და კომპანიებში დილიდან ჩხრეკა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ე.წ. “ქოლცენტრებს” ეხება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები