spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ ევრაზიული კავშირის და 3+3 ფორმატის თანამონაწილენი გავხდეთ

“ქართული ოცნების” ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპული ინტეგრაციის მაგივრად, ევრაზიული კავშირის და 3+3 ფორმატის თანამონაწილენი გავხდეთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 3+3 ფორმატში ყოფნა მე-18-19 საუკუნეში დაბრუნებას ნიშნავს.

“ეს არის საქართველოს მე-18-19 საუკუნეში დაბრუნება, სადაც თურქეთის, ირანის და რუსეთის გავლენის სფერო ვხდებით, მინიმუმ. ამ ვითარებაში, როდესაც გახსნილია ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩვენ მივდივართ ყველაზე აქტიური ნაბიჯებით უკან, რაც კი შეიძლება წარმოგვედგინა და ეს არის საქართველოს მარტო დატოვების მცდელობა რუსეთის იმპერიასთან, სადაც ვხედავთ, რომ არავითარი მუხრუჭი არ არის და ამ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ევროპული ინტეგრაციის მაგივრად, ევრაზიული კავშირის და 3+3 ფორმატის თანამონაწილენი გავხდეთ”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები