spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – ყბადაღებულ საერთო სიაზე საუბარმა, ისევ მანდატებზე დასვლამ გაერთიანებას იდეას მიაყენა უდიდესი დარტყმა

ყბადაღებულ საერთო სიაზე საუბარმა, ისევ მანდატებზე დასვლამ გაერთიანებას იდეას მიაყენა უდიდესი დარტყმა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ უნდა აჩვენოს ოპოზიციამ ხალხს, როგორ აპირებს ივანიშვილის დაყოლიებას ახალ არჩევნებზე და შემდეგ ისაუბრონ საერთო სიებზე.

“ყბადაღებულ საერთო სიაზე საუბარმა, ისევ მანდატებზე დასვლამ გაერთიანებას იდეას მიაყენა უდიდესი დარტყმა იმიტომ, რომ ჯერ უნდა შეკრა საერთო ფრონტი, რითაც დაუმტკიცებ შენს ამომრჩეველს, რომ 26-ში რაც მიქარე და შეგეშალა და ვერ დაიცავი მისი ხმა, რომ მიდგომა შეცვალე, რომ ახალი ადამიანები წამოსწიე, რომ თანაცხოვრების უნარი გაქვს. მერე უნდა ჩამოაყალიბო, როგორი არჩევნები გინდა და მერე არის მთავარი – ეს რომ მოიპოვო, საერთაშორისო ასპარეზზე როგორ უნდა ითამაშო და რაც მთავარია, ივანიშვილს როგორ დაათმობინო ეს არჩევნები. ამ არჩევნებს რომ დაათმობინებ და თარიღი გამოცხადდება, მერე უნდა ისაუბრონ საერთო სიაზე და მე, რომ ვუკვირდები საუბარი იწყება ბოლოდან”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები