spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ხმების დაცვა

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი დადგა ქართველი ხალხის გვერდით, რადგან სახელმწიფოს უმაღლესი მთავარსარდალი, როდესაც აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, ეს მნიშვნელოვნად ცვლის სურათს საერთაშორისო მასშტაბით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი გასაღები არის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი დადგა ქართველი ხალხის გვერდით, რადგან სახელმწიფოს უმაღლესი მთავარსარდალი, როდესაც აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნები არის ტოტალურად გაყალბებული, ეს მნიშვნელოვნად ცვლის სურათს საერთაშორისო მასშტაბით. ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და ვცვლით მონაცემებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ ვხედავთ ორი სახის დარღვევებს არჩევნებზე. ერთი არის ის, რომელსაც შეუძლია იდენტიფიცირება რა მასშტაბის გაყალბებაზეა საუბარი ხმებში და მეორე – იმ სტრუქტურის და იმ სქემების ამოხსნა, რომელსაც შეუძლია ასობით ათასი ხმის მანიპულაცია.

ჩვენ გვაქვს  ვერსია, რომ მთავარი გასაღები არის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმაც დააფიქსირა გუშინ და კონკრეტულად, საუბარი გვაქვს, ყველაზე მასობრივი, რითაც შეიძლებოდა მომხდარიყო ხმებით მანიპულაცია არის ვერიფიკაციის აპარატი. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ ხმების დაცვა. რასაც მოვითხოვთ, ეს არის, ტოტალურად შემოწმდეს ვერიფიკაციის აპარატები და გამოვლინდეს რეალობა“, – განაცხადა სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები