spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან სანიკიძე – ზოგადად ცოდნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პარტია არ უნდა საუბრობდეს

ზოგადად ცოდნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პარტია არ უნდა საუბრობდეს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკან დახევის პრეცედენტები კარგად ჩანს “ქართული ოცნებისგან“, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ქამელეონის ინსტინქტი დიდი ხნის წინ  აქვთ დაბერებული

“ზოგადად ცოდნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პარტია არ უნდა საუბრობდეს, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს განათლება. შესაძლოა, რაღაც უნარები აქვს, მაგრამ ჩვენ მინიმუმ იმას მაინც ვახერხებთ, რომ შაჰ აბასი და აღა მაჰმად ხანი ერთმანეთისგან გავარჩიოთ. მეორე, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ მათი კამპანია რაზეც იყო დაფუძნებული, რომ ისინი აგრძელებენ საზოგადოების დაშინებას, ჩემი აზრით, ივანიშვილმა დაუშვა კატასტროფული შეცდომა პოლიტიკური თვალსაზრისით და ჩაიდინა ქვეყნის ღალატი ბოდიშის მოხდის თვალსაზრისით, ეს ნარატივი არის ჩამონგრეული. რუსეთის მხრიდანაც ბატონი ლავროვის განცხადება, რომელსაც ბატონი კალაძე მიესალმა აღმოჩნდა იმდენად ნეგატიური კონტექსტის მატარებელი, რომ ისინი იძულებულნი არიან დღეს შემოაბიჯონ იმ ველზე, რასაც ეკონომიური დაპირებები ეწოდება, სადაც “ქართულ ოცნებას“ აქვს უბრალოდ განადგურებული სივრცე. პირველი დავიწყოთ იმით, რომ აგრძელებენ მუდმივად საუბარს წინა 9 წელთან მიმართებაში, არ გვეშვებინ, მათი აზროვნება არის ჩარჩენილი 2003-2012 წლებში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, რასაც უწოდებენ ჩვენი ქვეყნის კატასტროფას, თუმცა კატასტროფა დღეს დგას. ქვეყანაში, სადაც 18 წლიდან 34 წლამდე უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების 52% არის უმუშევარი, ქვეყანაში, სადაც სკოლაში ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს და ამ ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკაზე საუბარი არის დამცინავი და ეს უკან დახევის პრეცედენტებს ვხედავთ ჩვენ “ქართული ოცნებისგან“, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ქამელეონის ინსტინქტი დიდი ხნის წინ აქვთ დაბერებული და ვეღარ შეძლებენ საზოგადოებისთვის ნაცრის შეყრას“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები