spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან თევზაია ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მონაწილეობით გამართულ თაფლის ფესტივალს დაესწრო

ლევან თევზაია ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მონაწილეობით გამართულ თაფლის ფესტივალს დაესწრო.

ფესტივალზე წარმოდგენილი პროდუქცია აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან გოგიტა თედორაძესთან ერთად დაათვალიერა.

რიგით მე-7 “შავი ზღვის თაფლის ფესტივალზე” საკუთარი პროდუქცია 50-მდე მეფუტკრემ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა  წარადგინეს.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.

ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის  სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის  მხარდაჭერით ჩატარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები