spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან თევზაიას სტუ-ის სტუდენტების კარიერული განვითარების მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ ნანა გაბელიასთან ერთად ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიღძვნილ ღონისძიებას დაესწრო.  

 

ღონისძიება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა. მან ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. 

 

უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კოლეგებსა და სტუდენტებს სამართლისა და საერთაშორისო უთიერთობების ფაკულტეტის დღე მიულოცა. 

 

დავით გურგენიძემ სტუდენტების კარიერული განვითარების მიმართულებით უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ლევან თევზაიასა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს ნანა გაბელიას.

 

ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები