spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ცუცქირიძე – არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა არ არსებობს კვლევები და მონაცემები, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხს შეისწავლიდა, – ამის შესახებ “კოალიცია ძლიერი საქართველოს” წევრმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გაერთიანება სასარგებლოა ოპოზიციური ველისთვის.

“არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა არ არსებობს კვლევები და მონაცემები, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხს შეისწავლიდა და დამაჯერებლად გვეტყოდა, რომ ეს ასეა.

ეს გაერთიანება არის, პრაქტიკულად, სასარგებლო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ გარღვევა ოპოზიციურ ველზე და მივაღწიოთ გადამწყვეტ წინსვლას ამ ბრძოლაში”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

16 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზარაძე და გახარია წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში მიიწვია. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები