spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ცუცქირიძე – გაგრძელდება დეზინფორმაციისა და ზიზღის ნაკადი, შეშინება ხალხის

ორ რამეს ველოდები – ერთი, გაგრძელდება დეზინფორმაციისა და ზიზღის ნაკადი, შეშინება ხალხის და მეორე – სექტემბრიდან დაწყებული ვნახავთ ძალიან პოპულისტურ გამოსვლებსა და დაპირებებს, რომ ბევრ რამეს გააკეთებენ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს მუდმივი ურთიერთობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, საქართველოს დიასპორებთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ცოდნა და წვდომა იმ პროცედურებზე, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანები დადგნენ აღრიცხვაზე და შეძლონ ხმის მიცემა. ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ამ ადამიანების ხმა.

ორ რამეს ველოდები – ერთი, გაგრძელდება დეზინფორმაციისა და ზიზღის ნაკადი, შეშინება ხალხის და მეორე – სექტემბრიდან დაწყებული ვნახავთ ძალიან პოპულისტურ გამოსვლებსა და დაპირებებს, რომ ბევრ რამეს გააკეთებენ, უბრალოდ, აქ ჩნდება მარტივი კითხვა – თუ ეს ყველაფერი შესაძლებელია, 12 წელი სად იყავით?! და ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ “ქართულ ოცნებას” ნდობა დაკარგული აქვს. მათ არაფერი არ გააკეთეს გარდა იმისა, რომ უსაშველოდ გამდიდრდნენ”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები