spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან ვარშალომიძე – ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთან აქტიურად ჩავერთო წინასაარჩევნო კამპანიაში

მე ყოველთვის აქტიური ვარ და ვიქნები. ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთან აქტიურად ჩავერთო წინასაარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა.

“ყველას გვაქვს დარჩენილი 39 დღე. ქვეყანას ორი მიზანი აქვს: ერთი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი გავუშვათ სახლში და მიხეილ სააკაშვილი გავათავისუფლოთ. ასე რომ, ვმუშაობთ, განწყობა დიდია და მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს.

მე ყოველთვის აქტიური ვარ, დღევანდელ დღეზე მარტივად გეტყვით, ჩემი მეგობრის წიგნის პრეზენტაციაა და მოხარული ვარ აქ ყოფნით, მას გვერდში დავუდგები ყოველთვის. რაც შეეხება გეგმებსა და მიზნებს, ჩემი უმთავრესი მისიაა ქართველ ხალხთან გვერდით დგომა“, – განაცხადა ვარშალომიძემ.

ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2012 წლებში იყო.  ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები