spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს ალექსანდრე დუგინს შეხვდა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგს, “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერს ალექსანდრე დუგინს შეხვდა. 

შეხვედრის ამსახველ ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებელი ირაკლი ლურსმანაშვილი ავრცელებს.

როგორც ლურსმანაშვილი “ფეისბუქში” წერს, ფოტო დღეს, საქართველოს დამოუკიდებლის დღეს არის გადაღებული.

ალექსანდრე დუგინი ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. ის საერთაშორისო „ევრაზიული მოძრაობის“ იდეოლოგია, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა.

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლა 2021 წლის 6 მაისს დააანონსა და პარტია “ერი – ერთობა, რაობა, იმედი” დაარსა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები