საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში UNICEF-ის რეგიონულ დირექტორს რეჯინა დე დომინიკისს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში UNICEF-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე პროექტები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებების, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების საკითხებს.
“საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს, რომლებზეც საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და გაეროს სააგენტოების მონაწილეობით მოქმედი მმართველი კომიტეტი აქტიურად მუშაობს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ მუშავდება თანამშრომლობის ჩარჩო, რომელსაც გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობის პროგრამა დაეფუძნება. მხარეებმა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.