spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ჟორჟოლიანი – გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ჯამში 10 000 ყუთი

გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული 10 000 ყუთის დასარიგებლად ყველა ადმინისტრაციულ ცენტრში შესაბამისი ბაზებია მოწყობილი, საიდანაც ლოჯისტიკური მომსახურება ხორციელდება.

“ჩამოვიდა პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები, სამივე მუნიციპალიტეტში. 4 000 ყუთია განკუთვნილი ოზურგეთისთვის, ხოლო 3 000 ჩოხატაურისთვის და 3 000 ლანჩხუთისთვის. თუ საჭიროება იქნება, დაემატება რაოდენობა, შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ეს პროდუქტები დაურიგდება იმ მოსახლეობას, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე გვაქვს დიდი რესურსი მედიკამენტების მიმართულებითაც. მოწყობილი გვაქვს ბაზები 6-7 ლოკაციაზე, საიდანაც ხდება ლოჯისტიკური მომსახურება”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები