spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ლევიტი – პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია და მოთმინება ეწურება

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თითქოს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს სამშვიდობო პროცესის კონტექსტში, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტმა გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ “სწორედ ამერიკის ყოფილმა ლიდერმა ბარაკ ობამამ დაუშვა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია“.

“და ამიტომ პრეზიდენტი არ სთხოვს უკრაინას ყირიმის აღიარებას. არავინ სთხოვს მათ ამის გაკეთება. ის სთხოვს ხალხს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას, იმის გაგებით, რომ ეს სასტიკი ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად, ორივე მხარე “ცოტა უკმაყოფილო” უნდა დარჩეს.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი პრესაში ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას და ეს პრეზიდენტისთვის მიუღებელია. ეს უნდა იყოს დახურული მოლაპარაკებები. პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა, მისმა მრჩევლებმა დიდი დრო, ენერგია და ძალისხმევა დახარჯეს ამ ომის დასასრულებლად“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “იმედგაცრუებულია და მოთმინება ეწურება”. მას სურს მშვიდობა დაინახოს უკრაინასა და რუსეთს შორის.

“მაგრამ ამას ომის ორივე მხარე სჭირდება. და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მიდის”, – აღნიშნა ლევიტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები