spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაშავდა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 450 ადამიანი.

“როიტერის” ინფორმაციით, ბეირუთს და ლიბანის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა გადამცემები, რომლებსაც ლიბანური შიიტური მოძრაობის “ჰეზბოლას“ წევრები იყენებენ.

მედიასაშუალება წერს, რომ გადამცემები „ჰეზბოლამ“ ხუთი თვის წინ, დაახლოებით იმავე პერიოდში შეიძინა, როდესაც იყიდა პეიჯერები.

მანამდე ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 3 000-მდე კი დაშავდა.

“ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა დღეს სიტყვით გამოვა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში ევროპელ კოლეგებს ახლო აღმოსავლეთში გაღრმავებული კრიზისის შესახებ სასაუბროდ შეხვდება. შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება, რა შეიძლება გაკეთდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების სერიასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები