spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება”

პარტია მეტი თავისუფლება – გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაპარტიელების მიმართვას ეხმაურება, რომელშიც გირჩის წევრები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

"ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე. რა დროს ჩემი თავისუფლებაა, "ქართული პარლამენტარიზმია" გადასარჩენი. სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი, მართლა რა არის ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა", – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები