ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუსის ბუდრისი წერს.
მისივე თქმით, დროა, ევროკავშირმა ერთობლივად იმოქმედოს.
“ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
ევროკავშირის დონეზე ერთობლივი მოქმედების დროა”, – წერს კიასტუსის ბუდრისი.