რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ლიეტუვამ მოსკოვის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიზანმიმართული უარყოფა, რუსეთის აგრესიული ქმედებების გამართლება და მხარდაჭერაა, რაც უხეში არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.
კირილი ქვეყნისთვის არასასურველ პირთა სიას 23 ივნისს დაამატეს, თუმცა ამ დრომდე, ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა.