spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ლიეტუვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. მას ამომრჩეველთა დაახლოებით 18% უჭერს მხარს.

კვლევების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ინგრიდა შიმონიტეს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია “სამშობლოს კავშირი“ მესამე ადგილზეა 9%-იანი მხარდაჭერით. მას წინ უსწრებს პოპულისტური ნაციონალისტური პარტია, რომელსაც გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 12% ემხრობა.

საპარლამენტო არჩევნები ლიეტუვაში შერეული სისტემით იმართება. 141-ადგილიან სეიმში 70 დეპუტატს პარტიული სიებიდან, დანარჩენს კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები