spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიეტუვის ელჩი – ვგმობ უხეშ შეურაცხყოფას საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ

ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მომხდარით იმედგაცრუებულია.

 

“მინდა გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და დავგმო უხეში შეურაცხყოფა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს საქართველოში და არ იშურებენ ძალისხმევას დაეხმარონ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გზაზე”, – წერს დიპლომატი Twitter-ზე.

 

ძალადობრივმა ჯგუფებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქცია გამართეს, სადაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას ითხოვდნენ, ასევე სცადეს ევროკავშირის დროშის დაწვა.

 

ადგილზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი გურამ ფალავანდიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები