spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტი – მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“, გამოხატოს სრული მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მიმართ

მწუხარებას გამოვთქვამთ, იმ განცხადებების გამო, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები და მმართველი პარტიის ლიდერები აკეთებენ – ეს განცხადებები ძირს უთხრის უკრაინის ლიდერობას და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოსა და უკრაინის მთავრობათა შორის დღეს არსებული ურთიერთობის გამო.

 

„ამავდროულად, კმაყოფილებას იწვევს ქართველი ხალხის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა და სოლიდარობა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, გამოხატოს სრული მხარდაჭერა უკრაინის ხელისუფლების მიმართ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები