spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიკანში, მესხეთის N39-ში, ახალი სკვერი მოეწყო

ლიკანში, მესხეთის N39-ში, ახალი სკვერი მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა.

პროექტის თანახმად, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატური, წყლის ბიუვეტი. დამონტაჟდა საბაღე სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათების ლამპიონები. ასევე, მოეწყო წყლისა და კანალიზაციის ქსელი. ტერიტორიაზე დაირგო ხე-მცენარეები.

მერის ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეების მოწყობაა.

“ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მერმა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები