ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სამშენებლო და გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდა სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ასევე – განათების, წყლის და კანალიზაციის ქსელი.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სპორტული მოედანიც.
“ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა და განვითარებაა. შესაბამისად, მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.