ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
“სავარაუდოდ, ხვალ კორპურსს ჩაუტარდება ექსპერტიზა, მანამდე კი, მოსახლეობას საცხოვრებლით ბორჯომის მერია უზრუნველყოფს. ყველანაირ ხარჯს ჩვენ დავფარავთ“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლაშვილმა.
მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
შენობიდან ამ ეტაპისთვის მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ფოტო: ტელეკომპანია “ბორჯომი“