ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შეუძლებელი გახდა ნატო-ს მოკავშირეთა ნაწილის დარწმუნება, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპი მიენიჭებინათ.
ლინკევიჩუსის აზრით, ამას შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ყირიმის ანექსია, ახლა კი რუსეთი უფრო მეტს ითხოვს.
“2008 წელს ნატო-ს სამიტზე ბუქარესტში ჩვენ ვერ შევძელით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, რომ უკრაინასა და საქართველოსთვის მაპი მიგვენიჭებინა. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. რუსეთის პროვოცირება პირიქით მოხდა – მან მოახდინა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, დაიპყრო ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს! აღარანაირი დათმობა“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერზე“.