spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიუდმილა დენისოვა – 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში ძალდატანებით გაიყვანეს

უკრაინის ომბუდსმენის ლიუდმილა დენისოვას განცხადებით, ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში ძალდატანებით გაიყვანეს.

 

“ჩვენი მოქალაქეები ჩვენი ტერიტორიიდან საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ისინი თავისი ნებით არ წასულან, იძულებით გაიყვანეს ჯერ დონეცკის ოლქში ფილტრაციის ბანაკში, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ავტობუსებით, შემდეგ მატარებლით მიჰყავთ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, დეპრესიულ რეგიონებში, როგორიცაა სახალინი“, – განაცხადა დენისოვამ.

 

მისივე თქმით, რუსი სამხედროები უკრაინელი ჯარისკაცებს ფორმებს იპარავენ და დანაშაულის ჩასადენად იყენებენ. 

 

ამასთან, ომბუდსმენმა ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ქმედებებს გენოციდური უწოდა.

 

“ვითარება მარიუპოლში რთულია და არ იცვლება. შენობების უმეტესობა დაინგრა ბომბებისა და დაბომბვის შედეგად. დაიღუპა 20 000-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა დენისოვამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები