spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიზა იასკო – ის გახდა მას შემდეგ, რაც აქ გადმოიყვანეს კიდევ 3 კილოგრამით

მიხეილ სააკაშვილმა 3  კილოგრამი დაიკლო მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტაში გადმოიყვანეს, ის ძალიან სუსტადაა, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

 

“ის ჯერ კიდევ სუსტადაა, შეხვედრის დასაწყისში ის მომეჩვენა უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე ორშაბათს, თუმცა ორშაბათს ვიზიტისას მე ვიყავი ძალიან შეშინებული მისი საერთო მდგომარეობით. მუდმივად უტარდება მას სხვადასხვა პროცედურა.  

 

ის გახდა მას შემდეგ, რაც აქ გადმოიყვანეს კიდევ 3 კილოგრამით. რა თქმა უნდა, მუდმივად იმყოფება პალატაში და იმ პოსტრავმული სინდრომით, რომელიც მას აქვს.  ცუდია, რომ არ აქვს შესაძლებლობა ჩაისუნთქოს ჰაერი და დაინახოს მზე. ეს ძალიან ცუდია, რადგან ადამიანს ასეთ პირობებში გაცილებით ცუდად შეუძლია რეაბილიტირება“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

 

მისივე თქმით, “მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები