spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიზა იასკო – მეოთხე დღეა, ველოდები როდის მივიღებ საბუთებს, რომ მიშას ნახვა შევძლო

მიხეილ სააკაშვილს  სჭირდება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში,- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით,  მეოთხე დღეა მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას უშედეგოდ ითხოვს.  

 

“მე დარწმუნებული ვარ, რომ, პირველ რიგში, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

რა თქმა უნდა, მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, როგორ შეიძლება ადამიანი გაიგზავნოს ჩვეულებრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს არანაირი სამედიცინო აღჭურვილობა?! ეს შეუძლებელია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.

 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე აქ ვარ უკვე მეოთხე დღეა და ველოდები როდის მივიღებ საბუთებს იმისთვის, რომ მიშას ნახვა შევძლო და ისინი ჯერ კიდევ მეუბნებიან, რომ პროცესი მიმდინარეობს. მე არ ვიცი, რა ვიფიქრო. ვფიქრობ ეს, ასევე, ჩემი უფლებების დარღვევაა, მისი უფლებების დარღვევაა. რამდენი ხანი უნდა ვიცადო? და რატომ უნდა ვიცადო? რატომ არ იყო ეს აქამდე პრობლემა და ახლა პრობლემა გახდა?“ – განაცხადა ლიზა იასკომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები