მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავში ჩასულ ლიზა იასკოს ციხეში არ უშვებენ.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის თქმით, აქამდე მას მსგავსი პრობლემა არ ჰქონია.
“აქამდე ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების პრობლემა არ მქონია. დაშვება არ მაქვს და სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია ბაზაში არ არის – მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს. ვწუხვარ თუ ეს რაიმე ახალი სახის პოლიტიკაა, რომ უარი თქვან ციხეში ჩემს შესვლაზე. მეუბნებიან, რომ მოვიცადო. მე უკრაინის პარლამენტის წევრი ვარ და ჩემი სამუშაო მაქვს”, – აცხადებს ლიზა იასკო.