აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტუმრობისას განაცხადა, რომ აშშ, მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა დაიცვას.
“მინდა, ესტონელ ხალხს ძალიან ნათლად ვუთხრა, რომ აშშ მტკიცედ ერთგულია ბალტიისპირელი მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ გაერთიანებული ვართ თქვენთან ერთად შეკავებისა და თავდაცვისთვის ჩვენი საერთო უსაფრთხოების კუთხით ნებისმიერი საფრთხის მიმართ. პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ნატო-ს გაყოფა, მაგრამ მისმა აგრესიამ საპირისპირო გამოიწვია. ნატო-ს ალიანსი უფრო ერთიანი და ძლიერია, ვიდრე ოდესმე მინახავს.
იცით, რომ რუსეთის შეჭრამდე შევხვდი თქვენს თავდაცვის მინისტრს და ვუთხარი, რომ თუ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, მეორე დღეს ესტონეთში ძალებს განვათავსებდით. ჩვენ ასეც მოვიქეცით. ასე რომ, ჩვენ ერთგული ვართ მე-5 მუხლის მიმართ და თქვენ შეგიძლიათ, ფსონი დადოთ მასზე“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.