აშკარად შეინიშნება მოსამართლეთა მიკერძოება ბრალდების მხარისადმი, ისინი სვამენ კითხვებს, რომელიც ემსახურება ბრალდების მხარის ინტერესებს, – ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ზეპირად ასაბუთებენ სასამართლო სხდომებზე.
“მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ზეპირად ასაბუთებენ სასამართლო სხდომებზე. ისინი პირდაპირ იმეორებენ იმ დასაბუთებას, რომელსაც პროკურატურა წარადგენს სასამართლოზე, შესაბამისად, ისინი არ უთითებენ კონკრეტულ მტკიცებულებებს.
აშკარად შეინიშნება მოსამართლეთა მიკერძოება ბრალდების მხარისადმი, ისინი სვამენ კითხვებს, რომელიც ემსახურება ბრალდების მხარის ინტერესებს, შემწყნარებლები არიან იმ ხარვეზებზე, რაც აქვს ბრალდების მხარეს, რასაც არ ავლენენ.
მნიშვნელოვანია, რომ დაირღვა სხდომების საჯაროობის პრინციპი. ძირითადად, სხდომები ტარდება პატარა დარბაზებში მაშინ, როცა ამ საქმეების მიმართ არის ძალიან დიდი და საჯარო ინტერესი”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.