spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – ეს არის დაუშვებელი, რაც ხდება და ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის

არ არის გასაკვირი, რომ ამ ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია.

“ჩვენ ხვალ და ზეგ შეიძლება, საერთოდ ვერ მივხვდეთ, ვინ გვაკავებს, ვინ გვსვამს მანქანაში, სად მივყავართ, კანონიერია თუ უკანონო ეს ყველაფერი. ეს არის დაუშვებელი, რაც ხდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ძალიან საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ის, რაც ხდება ჟურნალისტების მიმართ, რა თქმა უნდა, არის იმის გაგრძელება, თუ როგორ ეპყრობა ჟურნალისტებს ეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, მისთვის მიუღებელია ყველანაირი განსხვავებული აზრი და ყველა ადამიანი, ვინც ხელს უწყობს ამ განსხვავებული აზრის გავრცელებას ამ ქვეყანაში, ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ამ ხელისუფლების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ ჟურნალისტები  და მედიის წარმომადგენლები  არიან”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები