spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად

რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში,  მე ვერ მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დაცვას. თუმცა,  მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  

 

მისივე განცხადებით, ხელისუფლების გადაწუვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის შექმნის შესახებ, სრულიად კონსპირაციული იყო.

 

“კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და არცერთი დარგის ექსპერტს.  კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში, დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტირის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დაცვას. თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. 

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური, პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში გაწია ძალიან დიდი ძალისხმევა სამსახურის წარმატებისთვის და გააკეთა მაქსიმუმი იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა პერსონალურ მონაცემთა ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი და ამავდროულად დაგვენერგა სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ეფექტიანი პრაქტიკა და გვეპასუხა იმ მთავარი გამოწვევებისათის  რისთისაც ეს სამსახური შეიქმნა, შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა და ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ”, – განაცხადა თოლორაიამ.

 

მისივე განცხადებით,  სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმება არის ძალიან  ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი. 

 

როგორც მან განმარტა, “ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეორგანიზაცია, არამედ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია”. 

 

“უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის არჩევითი თანამდებობა , ამას გარდა ღია და გამჭვირვალე წესით დანიშნული პროფესიონალი ადამიანები რჩებიან სამსახურის გარეშე – ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის, არამედ ძალიან საშიში სიგნალი ქვეყნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად. ეს არის მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის, ისინი შესაძლოა ასე, ძალიან მარტივად დარჩნენ სამსახურის გარეშე”, – განაცხადა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები