შეკითხვები შეეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე თავად კენჭისყრის დღეს, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა თვალსაჩინოა.
“კითხვები შეეხებოდა სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას. მე მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე თავად კენჭისყრის დღეს. ვისაუბრე იმაზე, რაზეც ჩვენ ამდენი ხანი საჯაროდ ვსაუბრობთ.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, ასობით წარდგენილი საჩივარი ცესკოში მტკიცებულებებია ასობით ვიდეოდან ფოტო-ფაილი, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული, მტკიცებულებებია ასობით დამკვირვებლის მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისად, ნების არსებობის შემთხვევაში, არჩევნების გაყალბების დანახვა თვალსაჩინოა”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით გამოიკითხა.