ქალბატონ სალომეს დღეს ნამდვილად აქვს რეიტინგი ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკოსს, ამიტომ მისი პოზიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, განსხვავებული აზრის მქონე პირთა დევნა ამ ქვეყნისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
“ძალიან სამწუხაროა ის, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა, განსხვავებული აზრის მქონე პირთა დევნა ამ ქვეყნისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა, განურჩევლად ყველანაირი სქესისა და ნიშნისა, თავს ესხმიან აბსოლუტურად ყველას. ის, რაც ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის წინააღმდეგ აეროპორტში, ეს არის დევნა, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც აუცილებლად უნდა მომხდარიყო რეაგირება საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
ქალბატონ სალომეს დღეს ნამდვილად აქვს რეიტინგი ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკოსს, ამიტომ მისი პოზიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ხალხისთვის, რომელიც დღეს დგას ქუჩაში. ქუჩაში დგომა დღეს, სამწუხაროდ, არის ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ დაგვრჩა”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მესამე სექტორი ხვდება.