spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – “ქართულ ოცნებას” არანაირი წითელი ხაზები არ აღმოაჩნდა და ბოტები და ტროლები მომისია

“ქართულ ოცნებას” არანაირი წითელი ხაზები არ აღმოაჩნდა და ბოტები და ტროლები მომისია, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

 

ის დილიდან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებოდა. მისი თქმით,  სამსახური მუდმივად გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებოდა მისი საქმიანობის მიმართულებით.  

 

“მე მათ მივაწოდე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,  რომ სამსახური მუდმივად გარკვეულ დაბრკოლებებს აწყდებოდა მისი საქმიანობის მიმართულებით, ვისაუბრეთ კონკრეტულ მაგალითებზე, რა გახდა ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიზეზი. 

 

ჩემი მიზანი დარჩა ის, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნათ  ამ არადემოკრატიული,  ადამიანის უფლებებზე არაორიენტირებული და დისკრიმინაციული კანონის  მიღების გამო, რომელიც, ალბათ, დღეს და მაქსიმუმ ხვალ იქნება მიღებული. 

 

დაწყებულია ძალიან ბინძური კამპანია ბოტ-ტროლების საშუალებით ლონდა თოლორაიას წინაამღეგ. უბრალოდ, მე მართლა მქონდა იმედი, რომ რაღაც წითელი ხაზები კიდევ დარჩა, რომლის იქეთაც გადასვლა აღარ შეიძლებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს არანაირი ასეთი ხაზები არ არსებობს. მოვუწოდებ, ვთხოვ, რომ შეწყვიტონ ეს ბინძური კამპანია“, – განაცხადა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები