spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას

არჩევნების დღე მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგების შეცვლა იყო, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.

“არჩევნების დღე მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. დღის ბოლოს აშკარა გახდა, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოკვეთილი სხვადასხვა პრობლემა დიდი სქემის ნაწილი იყო, რომლის მიზანი არჩევნების საბოლოო შედეგების შეცვლა იყო. არჩევნების გაყალბებისთვის გამოყენებული იქნა ისეთი მეთოდები, როგორიცაა ვერიფიკაციის მოშლა, მარკირების პროცედურების დარღვევა და დამკვირვებლებისთვის ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის პროცედურების დაკვირვებაზე ხელის შეშლა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბიულეტენზე მმართველი პარტია იყო მონიშნული. ამგვარი მანიპულაციების შედეგად, გახდა შესაძლებელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გადამწყვეტი რაოდენობის მოპოვება, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ.

დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს, დაშინებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას. თავდასხმების მსხვერპლი გახდნენ მედიის წარმომადგენლებიც, საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არ გამოვლენილიყო გაყალბების სქემები. კენჭისყრის დღეს ხდებოდა არაუფლებამოსილ პირთა კონცენტრაცია, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ, როგორც ამომრჩევლის, ასევე დამკვირვებლების მიმართ. მმართველმა პარტიამ, ამომრჩევლების დასაშინებლად გამოიყენა, როგორც ყოველთვის, კრიმინალური ჯგუფები. რეგისტრატორების ნაკლებობისა და სივრცის არარსებობის გამო, მიზანმიმართულად, შეიქმნა პროცესის კოლაფსი, ამომრჩევლებს უწევდათ რიგში დგომა და ბევრმა ხმა ვერ მისცა. ამ ყველაფრის შედეგად, მივიჩნევთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები