spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლონდა თოლორაია – უმჯობესია, ცესკომ მიხედოს იმ საჩივრებს, რომლებიც წარდგენილია

უმჯობესია, ცესკომ მიხედოს იმ საჩივრებს, რომლებიც წარდგენილია. ეს შეეხება საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს არსებულ ასობით დარღვევას, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

მან ის კონკრეტული რეგიონები და ქალაქები ჩამოთვალა, სადაც მისი თქმით შეინიშნებოდა დარღვევები.

“ოლქები, რომლებსაც შეეხება საჩივარი – ბათუმში მოთხოვნილია 33 უბნის შედეგების ბათილად ცნობა, მარნეულში 32, გარდაბანში 27, ქუთაისში 17, გორში 15, თელავი 15, ბოლნისი 11, ქობულეთი 8, ლაგოდეხი 8, გურჯაანი 8, კასპი 8, ახალციხე 7, დედოფლისწყარო 6, მცხეთა 7, ქარელი 7, საგარეჯო 6, სიღნაღი  5, ზუგდიდი 4, ხაშური 4, სენაკი  3, ყვარელი-ახმეტა-ბორჯომი 2, ადიგენი 2, დუშეთი 2, ხობი 1, ახალქალაქი და დმანისი თითო-თითო. ეს შეეხება საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს არსებულ ასობით დარღვევას. უმჯობესია, ცესკომ მიხედოს იმ საჩივრებს, რომლებიც წარდგენილია”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები