spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

ოლქის შერიფის განცხადებით, მძიმედ დაზარალებულ ბევრ ტერიტორიაზე მისვლა ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება.

ლოს-ანჯელესის პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ცეცხლის დანთებაში ქალაქის ერთ-ერთ რაიონში.

ლოს-ანჯელესის ოლქში ხანძარი მიმდინარე კვირას გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები