spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლუდმილა დენისოვა – აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა

პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევხვდე და გავიგო, პირადად მას რა სურს,  ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ უკრაინის  სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელიც უკვე რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ხვდება. 

 

ციხეში შესვლამდე ლუდმილა დენისოვამ უკრანელი ადვოკატის საქართველოში არ შემოშვების საკითხზეც ისაუბრა. 

 

“დღეს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვეცა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მინდა, რადგან უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა მისი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა. მსურს მის პირად ექიმს დაველაპარაკო. 

 

მედიკოსები ანალიზებს ყოველდღიურად აკეთებენ და ამ ანალიზების შედეგები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. აუცილებელია მისი სიცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა. 

 

ჩემთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი, უკრაინელი ადვოკატი ჩამოფრინა, რომელიც საზღვარზე არ შემოუშვეს, ის უკან გააბრუნეს, ამ საკითხზე შესაბამის ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ, პირველ რიგში,  მიხეილ სააკაშვილს უნდა შევხვდე და გავიგო, პირადად მას რა სურს. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 27-ე დღეა,  შიმშილობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები