spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლუდმილა დენისოვა – მივესალმები მიხეილ სააკაშვილის დარღვეული უფლებების აღდგენას

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის დარღვეული უფლებების აღდგენას მიესალმება, – ამის შესახებ დენისოვა სოციალურ ქსელში წერს.

 

“მიხეილ სააკაშვილის დასწრება სასამართლო სხდომაზე 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე უზრუნველყოფს მის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიან და საჯარო განხილვის უფლებას.

 

წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ციხის წამებასთან დაკავშირებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები აქვს.

 

მე როგორც უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი, კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის კანონიერი უფლებები და სათანადო სამედიცინო მომსახურების უფლება“, – წერს დენისოვა.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdenisovaombudsman%2Fposts%2F438727160941895&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”591″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები