spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლუდმილა დენისოვა – პუტინს უკრაინიდან გატაცებული 120 ათასზე მეტი ბავშვის მინდობით ოჯახებში დაჩქარებული პროცედურით გადაყვანა სურს

რუსმა დამპყრობლებმა გაიტაცეს და რუსეთში 120 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს, პუტინს მათი მინდობით ოჯახებში დაჩქარებული პროცედურით გადაყვანა სურს, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

 

“რაშისტურმა მედიამ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რათა დონბასიდან გაყვანილი ბავშვების შვილად აყვანის პროცედურა დაჩქარდეს“, – წერს ომბუდსმენი „ფეისბუქზე“.

 

მისი თქმით, სახელმწიფო სათათბირო უკვე მუშაობს რუსეთის კანონმდებლობაში შესაბამის ცვლილებებზე, რის შემდეგაც ბავშვების მშობლებთან დაბრუნება შეუძლებელი გახდება.

 

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ოკუპანტებმა რუსეთში 121 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს. ესენი არიან ობოლი ბავშვებიც და ბავშვები, რომლებსაც მშობლები ჰყავთ.

 

“ამჟამად ცნობილია, რომ ბავშვების ნაწილი დამპყრობლებმა მარიუპოლიდან დონეცკში და შემდეგ ტაგანროგის მიმართულებით წაიყვანეს“, – აღნიშნა დენისოვამ.

 

ომბუდსმენმა მიმართა გაეროს კომისიას, გამოიძიოს უკრაინელი ბავშვების უფლებების დარღვევის აღნიშნული ფაქტები და რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულებები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები